„დავიცვათ თავი სიცხისგან" - იტალია 15 სექტემბრამდე საგანგებო პროტოკოლს აამოქმედებს

BBC-ის თანახმად, სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხე გრძელდება. იტალიის კუნძულ სარდინიაზე დღის მეორე ნახევარში ტემპერატურა 46 გრადუსს მიაღწევს.

ამასთან, CNN- წერს, რომ ძლიერი სიცხის გამო, იტალია იღებს ახალ საგანგებო პროტოკოლს, რომელიც 15 სექტემბრამდე იმოქმედებს. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უზრუნველყოფენ სასწრაფო დახმარების ოთახებს, რათა სპეციალური პროცედურები გაატარონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სიცხესთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციებს აწყდებიან. ეს სამსახური კვირაში 7 დღე იმუშვებს.

მოქალაქეებს და სტუმრებს მოუწოდებენ, დაიცვან შემდეგი ძირითადი წესები:

  • მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და დარჩით შენობაში დღის ყველაზე ცხელ საათებში.
  • სახლში შეიქმენით უსაფრთხო სამუშაო გარემო.
  • გამოიყენეთ საკეტები მზის პირდაპირი სხივების დასაბლოკად.
  • გამოიყენეთ კონდიციონერი გონივრულ ტემპერატურაზე - არც ისე ცივი.
  • დალიეთ სულ მიცრე 1,5 ლიტრი წყალი დღეში.
  • მიირთვით მცირე, მსუბუქი საკვები.
  • ატარეთ მსუბუქი ბუნებრივი ტანსაცმელი.
  • იმოგზაურეთ უსაფრთხოდ და არ დატოვოთ ბავშვები ან ცხოველები მანქანებში.
  • ივარჯიშეთ მხოლოდ დღის ცივ საათებში.
  • შეამოწმეთ ხანდაზმული და დაუცველი მეზობლები, რათა დარწმუნდეთ, რომ მათ აქვთ საკმარისი წყალი, საკვები.
  • სამშაბათიდან იტალიის სულ 20 ქალაქი მოხვდება წითელ ნუსხაში, სადაც ძლიერი სიცხის გამო, ადამიანები ჯანმრთელობის ძალიან მაღალი რისკის წინაშე არიან.

სპეციალისტების თქმით, მოსალოდნელია, რომ ძლიერი სიცხე შესაძლოა, იტალიის ზოგიერთ ნაწილში კიდევ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ესპანეთში, ქვეყნის სამხრეთით ჰაერის ტემპერატურამ გუშინ 44 გრადუსს.

ესპანეთის კუნძულ ლა პალმასა და საბერძნეთში ტყის ხანძარი გაჩნდა.

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა სამშაბათს მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს

მსოფლიო მეტეოროლოგიური საზოგადოება ამბობს, რომ ამინდის ექსტრემალური ცვლილება ხაზს უსვამს კლიმატის საკითხებზე მეტი მუშაობის საჭიროებას.